ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე:  2018 წლის  ბიუჯეტი პასუხობს  ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და რეალობებს
3 ნოემბერი, 2017, 16:37
ირაკლი კოვზანაძე:  2018 წლის  ბიუჯეტი პასუხობს  ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და რეალობებს

თბილისი (GBC) - „უმთავრესია რომ 2018 წლის ბიუჯეტი მაკროეკონომიკურად გამართულია, მას საფუძვლად უდევს 3%-იანი დეფიციტი და რეალური ეკონომიკური ზრდის 4.5%-იანი პროგნოზი. ხაზი მინდა გავუსვა რომ, საქართველოს მშპ-ს ზრდა სსფ-ს მონაცემებით ერთ-ერთი საუკეთესოა პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთლიანად რეგიონში“, - ასე შეაფასა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ  2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი საპარლამენტო ტრიბუნიდან.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგია ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში 2018 წლისთვის კიდევ უფრო იზრდება გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების როლი მთლიან შემოსულობებში. ასევე იზრდება სახელმწიფო  ბიუჯეტის ასიგნებები  და იგი 12 მლრდ. 403 მლნ. ლარს გადააჭარბებს. მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია რეგიონალური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,  განათლებისა და თავდაცვის  სამინისტროების ხარჯები.

 „2018 წლის ბიუჯეტში გაზრდილია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს ხარჯები დაახლოებით 574.5 მლნ ლარით, ანუ თითქმის  46%-ით, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ 1 მლრდ. 833 მლნ. ლარამდე პირდაპირ თუ ირიბად  მიმართული იქნება ეკონომიკური აქტივობის, ბიზნესის მხარდაჭერის, შესაბამისად კი ეკონომიკური ზრდის, მოსახლეობის დასაქმების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე  2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას. 

მისი თქმით, მთლიანობაში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი,  რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტის წინაშეა წარმოდგენილი სათანადოდ ასახავს და ადექვატურად პასუხობს იმ რეალობას და გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის და ქართული საზოგადოების წინაშე დგას.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები