| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გლობალური ლოგისტიკური კომპანია „პანტოს ლოგისტიკი"
"ანაკლია სითისთან" თანამშრომლობას იწყებს.
სამხრეთკორეული, მსხვილი გადამზიდავი საქართველოში ანაკლიის პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტის, ქვეყნისა და რეგიონის შესაძლებლობების შესასწავლად ჩამოვიდნენ.
“არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა კორეული კომპანიებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი ლოგისტიკური პოტენციალი. ჩვენ ჩამოვედით ამ პოტენციალის კიდევ უფრო მეტად შესასწავლად. პროდუქციის ევროპაში გატანის თვალსაზრსით, საჭიროა ლოგისტიკური ცენტრი. ვფიქრობთ, საქართველო ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ჰა იონგ ლიმ.
„პანტოს ლოგისტიკი“ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით მუშობს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 2500 კომპანიასთან თანამშრომლობს და განსაკუთრებით აქტიურად ევროპასა და აზიას შორის გადაზიდვებშია ჩართული. წარმომადგენლობა მსოფლიოს 349 გლობალურ ქსელთან ურთიერთობს.
"ამ კომპანიის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ანაკლიის განვითარებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ასევე გამოიწვევს დამატებით სხვა კორეულ და საერთაშორისო კომპანიების დაინტერესებას. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას, რომ დავაინტერესოთ მულტინაციონალური კომპანიები საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობების გასახსნელად. უახლოეს მომავალში ჩვენ სხვა მსხვილ ლოგისტიკურ და მწარმოებელ კომპანიებთანაც გავაფორმებთ თანამრშრომლობის ხელშკრულებებს", ამბობს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ბოჭორიშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss