ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი უპრეცედენტო, 3% ნიშნულზე დაიგეგმა
ნინო შუბითიძე  
2 ნოემბერი, 2017, 23:03
2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი უპრეცედენტო, 3% ნიშნულზე დაიგეგმა

თბილისი (GBC)- 2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი  3%-მდე მცირდება. 

განახლებული პარამეტრებით, ცვლილებები  საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილეს. პლენარულ სხდომაზე  კი ფინანსთა სამინისტრომ   უნდა დაასაბუთოს  რა ნაკადები ამცირებს დეფიციტს უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულამდე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ  საკომიტეტო მოსმენაზე  განაცხადა, რომ ბიუჯეტის წინა პროექტში არსებული 3.3%-ის ანალოგიურად, განახლებულში  განსაზღვრული მოდიფიცირებული დეფიციტი (სახელმწიფო ფინანსების მართვის 2001 წლის კლასიფიკაციაზე დაფუძნებული)  3%-ია (ნომინალურ გამოხატულებაში ₾1.206 მლრდ).  მინისტრის მოადგილის განმარტავს, საბიუჯეტო კოდექსით, დეფიციტი 1.6%-დან 1.4%-მდე მცირდება.

გრანტებით (70 მლნ) და სხვა შემოსავლებით (25 მლნ) ბიუჯეტის შემოსულობები, განახლებულ ვარიანტში,  95  მლნ-ით, 12 393 მლრდ-მდე იზრდება, ხარჯები ₾12.4 მლრდ -მდე.

ყველაზე მეტი დაემატა კულტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს,  +14.5 მლნ: +10 მლნ, კინომატოგრაფიის ცენტრის პროექტებისთვის და  ფაროსანასთან ბრძოლისთვის 

სამინისტრო

ბიუჯეტი (მლრდ₾)

+ (მლნ₾)

კულტურის და ძეგლთა დაცვის

 0.131

 14.5

სოფლის მეუნეობის

 0.276

 10.0

განათლების და მეცნიერების

 1.182

 3.0

ჯანდაცვის

 3.528

 1.0

სპორტის და ახალგაზრდობის

 0.169

 3.0

სასჯელაღსრულების/პრობაციის

 0.145

 ---

რეგ.განვითარ/ინფრასტრუქტურის

 1.833

 ---

თავდაცვის

 0.702

 ---

შინაგან საქმეთა

 0.605

 ---

ენერგეტიკის

 0.131

 ---

საგარეო საქმეთა

 0.118

 4.0

იუსტიციის

 0.062

 ---

საგარეო საქმეთა

 118.0

 ---

იუსტიციის

 0.062

 ---

დევნილთა და განსახლების

 0.096

 --

ფინანსთა

 0.082

 --

გარემოს დაცვის

 0.046

 3.0

წყარო:  ფინანსთა სამინისტრო

რეგიონული პროექტების ფონდის ბიუჯეტია ₾240 მლნ, მაღალმთიანების -₾20 მლნ.

მუნიციპალიტეტების ტრანსფერები- 720 მლნ. მთავრობის სარეზერვო ფონდის - ₾50 მლნ, პრეზიდენტის - ₾ 5 მლნ.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები