| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სტუდენტებისთვის დაიწყო სასწავლო კურსი - „ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში“.
უწყების ცნობით, სასწავლო კურსის მიზანია შესძინოს მათ პრაქტიკული ცოდნა კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა შემდეგ საკითხებში: ბუღალტრული აღრიცხვის არსი, საბუღალტრო აღრიცხვის მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები, ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და ინფორმაციის წარდგენის ძირითადი მოთხოვნები, ფულადი სახსრების მართვა, ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ურთიერთკავშირი, ექსელის პროგრამის ეფექტური გამოყენება, ფინანსური ანგარიშგების ასახვა და განთავსებული ინფორმაციის ანალიზი Ms. Excel-ის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები, გადასახადების გამოანგარიშებისა და დეკლარირების წესი, მეწარმე სუბიექტის დაფუძნება, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და უფლება მოვალეობანი საქართველოში.
სასწავლო კურსი აკადემიის დირექტორმა თამარ ჯაფარიძემ, სასწავლო პროცესების მენეჯერმა მარიამ ხვიჩიამ და ტრენერმა ლაშა ღვინიანიძემ გახსნეს.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიზანი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციისა და კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერაა.
აკადემია ზრუნავს პროფესიონალიზმის დონის ამაღლებასა და ადამიანური რესურსის კომპეტენციის გაძლიერებაზე ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების განხორციელების გზით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss