| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - შვედური კომპანი H&M -ის ისტორია 43 წელს ითვლის, მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია, ხარისხიანია და ყველასთვის ხელმისაწვდომიც.
ამ ნიშამ ბრენდი 70 წლების ბოლოს მხოლოდ შვედეთში არამედ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც პოპულარული გახადა.
ყველაფერი 1974 წელს დაიწყო, შვედურ ქალაქ ვესტეროსში, სადაც ერლინ პერსონმა დაარსა კომპანია ,რომელიც მხოლოდ ქალის ტანსაცმლის გაყიდვით იყო დაკავებული. კომპანიას „Hennes" ერქვა რაც შვედურად ნიშნავს „მისი“ (მისი, ქალის ტანსაცმელი)
1968 წელს პერსონმა შეიძინა მაღაზია Mauritz Widforss (მაურც ვიდფორსი), რომელიც სანადირო და სათევზაო ტანსაცმლით და აქსესუარებით ვაჭრობდა. ამით მირწეული იქნა ძირითადი მიზანი სტოკჰოლმში ფართის შეძენა. მაგრამ ამასთან ერთად მოხდა ასორტიმენტის გაფართოვებაც, ასე წარმოიშვა „ჰინეს ენდ მაურიცი“ რომელიც უკვე არა მხოლოდ ქალის, არამედ მამაკაცის ტანსაცმელსაც ყიდდა.
70-იანიების დასაწყისში კომპანიის მაღაზიებს არა მხოლოდ შვედეთში, არამედ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც შეხვდებოდით. გაფართოვება ნორვეგიიდან დაიწყო. შემდეგ იყო ბრიტანეთი, გერმანია და ა.შ.
80-იან წლებში კომპანიის მმართველობა ერლინგის შვილმა სტეფანმა გადაიბარა. სწორედ მას ეკუთვნის იაფი, მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის გაყიდვის იდეა. ამ პერიოდიდან იწყება H&M-ის გავრცელება მსოფლიოში. მაშინვე გაჩნდა პრინციპი მოდა და ხარისხი საუკეთესო ფასად (Fashion and quality at the best price).
დღეს ბრენდი H&M- ი შედის მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სიაში. 2009 წელს ის იკავებდა 21-ე ადგილს ინტერბრენდის სიაში, 15 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციით.
კომპანიის მთლიან დასახელებას ახლა ძალიან იშვიათად იხსენებენ, მისი მაღაზიები პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გვხვდება, რამოდენიმე ათასს აღწევს და ამ რაოდენობას მუდმივად ემატება ახლები.
საინტერესო ფაქტი H&M -ის ისტორიიდან. 1999 წელს გერმანიაში მიმდინარეობდა სარეკლამო კამპანია კლაუდია შიფერის მონაწილეობით, ამასთან დაკავშირებით შეიქმნა უცნაური პრობლემა. მაღაზიის ვიტრინებს გამუდმებით ამტვრევდნენ და იპარავდნენ პოსტერებს რომელზეც მოდელი იყო გამოსახული. ამ ფაქტების გამო, H&M -ის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადებ, რომ ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო მიეღო პოსტერი სარეკლამო კამპანიის დამთავრების შემდეგ. ამ განცხადებამ შედეგი გამოიღო. თუმცა ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ეს ამბავი ფეიკია და მიზნად ისახავდა უფრო მეტი ყურადღების მიპყრობას კომპანიისაკენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss