ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისო, მზად ხარ H&M-ისთვის? - მაღაზიის გახსნის თარიღი დასახელდა 
1 ნოემბერი, 2017, 11:45
თბილისო, მზად ხარ H&M-ისთვის? - მაღაზიის გახსნის თარიღი დასახელდა 

თბილისი (GBC) - საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M-ი (Hennes & Mauritz AB), რომელიც ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, საქართველოში პირველ მაღაზიას 2017 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნის.

მაღაზია  „გალერია თბილისში“ სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. მოუთმენლად ველით 18 ნოემბერს – იმ წუთებს, როცა ქართველი მომხმარებლები „გალერია თბილისის“ კარებს გახსნიან და H&M-ის სამყაროში შეაბიჯებენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და შთამაგონებელი პროდუქცია, რომელიც სტუმრებს პერსონალური სტილის შექმნაში დაეხმარება, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს“, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში.

18 ნოემბერს, მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, H&M-ი გახსნის წინა წუთების ათვლას ყველასთვის საყვარელ ქართველ დიჯეისთან ერთად დაიწყებს, რაც მენეჯმენტის შეფასებით, შოპინგის პროცესს კიდევ უფრო გაახალისებს და გაამრავალფეროვნებს.

ყველა სტუმარს შეეძლება, რომ ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე.

ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, განსაკუთრებულად დაჯილდოვდებიან და, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები