ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 84 წლის იუბილე აღნიშნეს
30 ოქტომბერი, 2017, 18:01
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 84 წლის იუბილე აღნიშნეს

თბილისი (GBC) - მეტალურგების დღესთან დაკავშირებით, რომელიც 30 ოქტომბერს აღინიშნება, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 84 წლის იუბილე აღნიშნეს.

„84 წლის წინ, მთელი საქართველოს და რაიონის აყვავება და აღმშენებლობა, სწორედ ამ დღით დაიწყო. მოხარული ვარ, რომ ნიკოლაძის მიერ დაწყებულ საქმეში, მეც ვარ ჩართული ჩვენს თანამშრომლებთან ერთად. ვაპირებთ, რომ სხვა საწარმოებიც ავაშენოთ, ასე რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ვიზრდებით და ეს გაზრდა, ჩვენი სიძლიერე რაიონსა და მთელს ქვეყანას ძალიან სწრაფად დაეტყობა“, – განაცხადა ღონისძიებაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეცმმართველმა ნიკა ჩიქოვანმა.

მეტალურგის დღე ქარხნის თანამშრომლებმა სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს.   წარმატებულ თანამშრომლებს, როგორც ელექტროტექნიკა, ასევე ფულადი პრემიები გადაეცათ.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენერალური დირექტორი აკაკი გურჯიძე ახალი ინციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მეტალურგიის დღესთან ერთად, სამთო მეტალურგიის დღე აღინიშნება.

„მთელი ჭიათურის კოლექტივი, მთლიანად „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი გულითა და სულით გილოცავთ ამ დღეს. კარგი იქნება, თუ ერთად აღვნიშნავთ არამარტო მეტალურგის, არამედ სამთო-მეტალურგის დღეს, როგორც ზესტაფონში ასევე ჭიათურაში“,- აღნიშნა აკაკი გურჯიძემ.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი  ვასილ გველესიანი ამბობს, რომ  ბოლო პერიოდში ახალგაზრდობა მეტალურგიის წარმოებით კვლავ დაინტერესდა, - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეტალურგიის ფაკულტეტზე ყველა ადგილი შევსებულია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლება სახელმწიფომ სრულად დააფინანსა.

„60-იან წლებში, სკოლის დამთავრების შემდეგ, ოქროსმედალოსანების უმეტესი ნაწილი მეტალურგიის ფაკულტეტზე აბარებდა. ახლა, ძველი პროფესიონალი კადრები უკვე ხანდაზმულები არიან, შესაბამისად, საჭიროა ახალი სპეციალისტების მოზიდვა და მეტალურგიულ წარმოებაში ჩართვა. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ეს პროფესია გარკვეულწილად არაპოპულარულიც გახდა, თუმცა, ფინანსურად, როგორც მეტალურგისთვის შემოსავლის სტაბილური წყარო იყო. შემდგომ პერიოდში გაჩნდა უფრო მარტივი წარმოებები, სადაც ადამიანი ზედმეტი ჯაფისა და დატვირთვის გარეშე შოულობდა ფულს, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ხმამაღლა  შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდობა კვლავ დაინტერესდა მეტალურგიული წარმოებით. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში თავიდან ბოლომდე ყველა ადგილი შეივსო. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებიდან ყველა თუ არ დარჩება და არ იმუშავებს ქარხანაში, მათი ნახევარიც რომ მეტალურგიულ წარმოებაში მოვიდეს და შეავსოს კადრები, ეს იქნება საკმაოდ სოლიდური შევსება“,- განაცხადა გველესიანმა.

შეგახსენებთ, რომ 1933 წლის 30 ოქტომბერს ზესტაფონის ქარხანაში პირველი დნობა განხორციელდა. ეს თარიღი ქარხნის ამუშავების ოფიციალურ დღედ არის გამოცხადებული.

1937 წლის ბოლოსთვის, ქარხანამ 11 სახეობის ფეროშენადნობი გამოუშვა და მანგანუმის ქარხანა ფეროშენადნობთა საწარმოდ ტრანსფორმირდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები