| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის დამფუძნებელი ბაქო- თბილისი-ყარსის მაგისტრალის გახსნით „აბრეშუმის გზაზე“ საქართველოს განუზომელ როლზე აცხადებს.
დავით გოჩავა მიიჩნევს, რომ ამ სარკინიგზო ხაზით, ახალქალაქმა სამხრეთ კავკასიაში უნდა შეასრულოს ის ფუნქცია, რასაც ადრე გიუმრი ასრულებდა.
„ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს „აბრეშუმის გზაზე“, მაგრამ „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზის გახსნის შემდეგ საქართველოს როლი განუზომელია; ეს პროექტი აღმოსავლეთი - დასავლეთის სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს უკიდურეს დასავლეთ წერტილში მიუჩენს ადგილს, სადაც სამართლებრივად, ტექნიკურად, მენტალურად განსხვავებული ორი სისტემის შეპირაპირება უნდა მოხდეს:
ახალქალაქი იქნება აღმოსავლეთიდან დასავლეთში და უკუმიმართულებით დაკავშირებულობის ცენტრი. მან სამხრეთ კავკასიაში უნდა შეასრულოს ის ფუნქცია, რასაც ადრე გიუმრი ასრულებდა. სარკინიგზო ხაზი „ყარსი - გიუმრი - თბილისი“, რომელიც 1899 წელს აშენდა, ძალიან მნიშვნელოვანი მაკავშირებელი რგოლი იყო საბჭოთა ეპოქაში, როგორც ერთადერთი პირდაპირი სარკინიგზო ხაზი თურქეთსა და სსრკ-ს შორის. სარკინგზო მონაკვეთი „ყარსი - გიუმრი“ მატარებლების მოძრაობისათვის დაიკეტა 1993 წლიდან, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბახის ომის შემდეგ, სომხეთის წინააღმდეგ ომში თურქულენოვანი აზერბაიჯანელების მხარდაჭერის ნიშნად თურქეთმა საზღვარი ჩაკეტა სომხეთთან.
24 წლის შემდეგ საქართველომ პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა დაამყარა თურქეთთან. ეს უდავოდ უდიდესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში”, - წერს დავით გოჩავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზა დღეს იხსნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss