ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
Wizzair -ს უფასო ხელბარგის ახალი პოლიტიკა აქვს
30 ოქტომბერი, 2017, 11:03
Wizzair -ს უფასო ხელბარგის ახალი პოლიტიკა აქვს

თბილისი (GBC) - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი ხელბარგის ახალი პოლიტიკის შესახებ აცხადებს,  რომელიც ამიერიდან ყველა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთი ერთეული დიდი ზომის ხელბარგით დამატებითი მოსაკრებლის გადახდის გარეშე იმოგზაურონ.  

მენეჯმენტის ცნობით, მგზავრები ბილეთის შეძენის შემდეგ უფლებამოსილნი არიან, თან ჰქონდეთ ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომაა 55x40x23სმ და რომლის წონაც არ აღემატება 10 კილოგრამს.  ამასთან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ,  აეროპორტის  ”Duty free” მაღაზიებში შეძენილი პროდუქცია თვითმფრინავის ბორტზე აიტანონ.

პრიორიტეტული ჩასხდომის უფლებით მოსარგებლე მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთი დამატებითი ხელბარგი აიტანონ ბორტზე, რომელსაც განათავსებენ სავარძლის ქვეშ.  ასეთი ბარგის მაქსიმალური ზომაა 40x30x18 სმ. აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ მგზავრებს, რომლებიც WIZZ Go, WIZZ Plus და WIZZ Privilege Pass სერვისებით სარგებლობენ.  პრიორიტეტული ჩასხდომის უფლება მგზავრებს ასევე საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ჩასხდომისას რიგში დგომის აუცილებლობა.

 „ვიზეარისთვის მგზავრების კმაყოფილება მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებელთა სურვილი და ბილეთის შეძენისას მათ ბორტზე ხელბარგის ატანას ყოველგვარი მოსაკრებლის გარეშე ვთავაზობთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვიზეარი ცდლობს, მომხმარებლები ფრენის საუკეთესო გმოცდილებით უზრუნველყოს, ბილეთის დაჯავშნის მომენტიდან სასურველ დანიშნულების ადგილზე გადაყვანამდე. ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდი ბორტზე მუდამ ახალი თუ კარგად ნაცნობი მგზავრების მოლოდინშია“, - აცხადებს ვიზეარის მარკეტინგის დირექტორიიოჰან ეიდაგენი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები