ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ანალიტიკოსი: სავარაუდო მოგება, რომელსაც ნავთობკომპანიები იღებენ 1 ლიტრზე 14-18 თეთრია
27 ოქტომბერი, 2017, 13:52
ანალიტიკოსი: სავარაუდო მოგება, რომელსაც ნავთობკომპანიები იღებენ 1 ლიტრზე 14-18 თეთრია

თბილისი (GBC) - სავარაუდო მოგება, რომელსაც ნავთობკომპანიები იღებენ 1 ლიტრზე 14-18 თეთრია, -  აცხადებს კომპანია ტრანს ლოგისტიკის დირექტორი ჯაბა თარიმანიშვილი.

ბიზნესის ანალიტიკოსმა საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზრის ანალიზი და ბიზნესზე ინფლაციის გავლენის შეფასება მოახდინა და სპეციალურად შექმნილი ალგორითმით, ბაზრის მონაწილეთა მოგება გამოთვალა.

„ალგორითმში, გამოყენებული საბაზისო ფასი, აღებულია პლატსის ევროპული საწვავის ფასების, დიზელის (10ppm ULSD) და ბენზინის (Prem Unl 10ppm) 24 ოქტომბრის პუბლიკაციის საფუძველზე. ასევე ვითვალისწინებთ, რომ საქართველოში იმპორტის ძირადი წილი რეგულარის ტიპის ბენზინზე (Gasoline RON-92) და ევრო დიზელზე (ULSD 10PPM) მოდის. ხოლო ბენზინების პრემიუმ RON-95 და სუპერის RON-98 შემთხვევაში, დამატებითი განხილვისათვის 2 ფუნქტში მოცემულ პრემიას უნდა დაემატოს 35-40$/ტონა 95 ოქტანობის პრემიუმ ბენზინზე, ხოლო 70-75$/ტონა 98 ოქტანობის სუპერ ბენზინზე.  შესაბამისად, ალგორითმის მიხედვით სავარაუდო მოგება, რომელსაც ბრენდირებული და არაბრენდირებული აგს–ის ოპერატორები ღებულობენ ძირითადი საწვავების რეალიზაციიდან არის 14-18 თეთრი 1 ლიტრზე“, - აცხადებს  ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ  აღნიშნული მარჟა (სავარაუდო მოგება დაბეგვრამდე) არ შეიცავს დანახარჯებს და ფინანსურ ზარალს, რომელიც საწვავის ფასის ცვალებადობისგან არის გამოწვეული, ან რისკების დაზღვევა (ჰეჯირება) სჭირდება.

ჯაბა თარიმანიშვილი მიიჩნევს, რომ კომპანიებს, საკმაოდ რთულ ვითარებას, ვალუტის არასტაბილური გაცვლითი კურსი უქმნის. კვლევაში ვალუტის არასტაბილური კურსით გამოწვეული სავარაუდო ფინანსური ზარალიც გათვლილია 1000 ტონა დიზელის მაგალითის საფუძველზე და მიღებულმა ზარალი 9,493 აშშ დოლარად არის შეფასებული.

„ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს და საცალო მოვაჭრეებს არა აქვთ 70 თეთრიანი ფასნამატი, რომელიც მართლაც წარმოუდგენელია და ხშირად პოპულისტური ან პროპაგანდისტული განცხადებების საბაბი ხდება. ხოლო ის სავარაუდო მარჟა, რომელიც საბითუმო ან საცალო საწვავის რეალოზატორებს აქვთ, დაბეგვრამდე მოგებისთვის გათვალისწინებული, ხშირად ვალუტის კურსის არასტაბილურობის გამო სრულად, ან გაცილებით მეტად იკარგება. შესაბამისად, თუ მოკლე პერიოდში საბითუმო საწვავის რეალიზატორი ღებულობს მოგებას, გრძელვადიან პერიოდში აღნიშნული მოგება და შესაძლოა უფრო მეტიც, იკარგება ვალუტის კურსის არასტაბილურობისგან გამოწვეული ზარალის გამო. მოგებული მხოლოდ ვალუტის გადამცვლელი ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები რჩებიან, რომლებიც ბოლო წლებია ზემოგებაზე საუბრობენ“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ის  იმპორტიორი კომპანიების სოლიდურ ზარალზე მიუთითებს.

„აუცილებელია წამოიჭრას პრობლემები და მოიძებნოს გადაჭრის გზები, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს იმპორტიორების ფინანსური მდგომარეობა. არსებულ ვითარებაში, საუბარი ესტონური საგადასახადო მოდელის ბიზნესის მხარდაჭერაზე არასწორია. შესაძლო რეინვესტირების განხორციელების მიზნით, მოგების გადასახადის მოხსნის შედეგად გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა – ნულის ტოლია, თუ ბიზნესმა მოგება ვერ მიიღო. ანალოგიური ვითარება აქვთ ნებისმიერ სხვა სასაქონლო ნომენკლატურის იმპორტიორებს. ზემოთ აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, საქართველოში არსებული ბიზნესის რეალური მდგომარეობის სურათი წარმოგვიდგება, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების მასშტაბებს“, - აღნიშნულია კვლევაში.  

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები