ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო 4 წევრმა დატოვა
27 ოქტომბერი, 2017, 10:33
ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო 4 წევრმა დატოვა

თბილისი (GBC) -  ლიბერთი ბანკს ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს. 

ბანკის მფლობელის ცვლილების და ლადო გურგენიძის წასვლის შემდეგ, საბჭო კიდევ 4 წევრმა დატოვა:  მარტინ პოლ გრემმა,  ნურლან აბდუოვმა,  ალექსეი იუსფინმა და  მალიკ იშმურატოვმა.  შედეგად, საბჭოში რჩებიან გიორგი კალანდარიშვილი, ირაკლი რუხაძე და დავით შონია. 

ამ ეტაპზე უცვლელია დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა. გენერალური დირექტორის პორტფელს ინარჩუნებს ალექსი ხოროშვილიც. 

შეგახსენებთ, ლიბერთი ბანკი გაიყიდა. აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (EFG) შეიძინა. 

ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები