ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
1861 წელს წარადგინეს პირველი ტელეფონი -  ეს დღე ისტორიაში
26 ოქტომბერი, 2017, 09:30
1861 წელს წარადგინეს პირველი ტელეფონი -  ეს დღე ისტორიაში

თბილისი (GBC) - 26 ოქტომბერი შეიძლება ითქვას ტელეფონის დაბადების დღეა, იმ მოწყობილობის, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია.  

ჯერ კიდევ 1861 წელს გერმანელმა გამომგონებელმა წარადგინა მოწყობილობა, რომელსაც ტელეფონი უწოდა. 1865 წელს რეისის ტელეფონები გაიგზავნა ლონდონში, დუბლინში და კავკასიის მთავარ ქალაქში თბილისში, სადაც მოწყობილობა პეტერბურგიდან ჩაიტანეს. ამრიგად, თბილისში პირველი ტელეფონის აპარატი აღმოჩნდა პრაქტიკულად მისი გამოგონებისთანავე.

აღსანიშნავია, რომ „ტელეფონის“ დაპატენტება მოგვიანებით აშშ-ში მოხდა, 1876 წელს ალექსანდრე ბელის მიერ და მას „მოლაპარაკე ტელეგრაფი“ უწოდეს.

სხვა მოვლენებიც „რადიო თანამგზავრმა“ გაიხსენა:

1822 — 17 წლის ასაკში, ცნობილი მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენი სკოლაში ჩაეწერა რათა განათლება მიეღო.

1861 — გერმანელმა გამომგონებელმა ფილიპ რეისმა ფრანკფურტში წარმოადგინა მის მიერ შექმნილი მოწყობილობა რომელსაც ტელეფონი უწოდა.

1905 : ნორვეგია შვედეთისაგან დამოუკიდებელი გახდა.

1956 — შეიქმნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, მაგატე.

1965 — ბუკინჰემის სასახლეში ბრიტანული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჯგუფ ბითლზის წევრებს, ბრიტანეთის იმპერიის ორდენები გადასცეს,

1978 — ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყვავილის ვირუსი საბოლოოდ განადგურდა ბუნებაში.

2012 — მაიკროსოფტმა შექმნა ახალი ოპერაციული სისტემა  Windows 8.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები