ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნიკა შენგელია ლარის გაუფასურებას 2 მსხვილი ბანკის უკონტროლო ვაჭრობებს უკავშირებს
ნინო შუბითიძე
24 ოქტომბერი, 2017, 18:09
ნიკა შენგელია ლარის გაუფასურებას 2 მსხვილი ბანკის უკონტროლო ვაჭრობებს  უკავშირებს

თბილისი (GBC) – სებ-ს მონეტარული პოლიტიკის  განაკვეთის აწევა მოუწევს, - ეკონომისტ  ნიკა შენგელიას უჭირს პროგნოზირება, რეფინანსირების 7%-იანი განაკვეთის  გაზრდა მპკ-ის 25  ოქტომბერს  მოუწევს თუ  მომავალ სხდომაზე,  თუმცა ზუსტად იცის, რომ  ამ წელს ყოველ მიზეზგარეშე გაზრდის, რადგან ინფლაციურ პროცესებს სხვაგვარად ვერ მოთოკავს.

ექსპერტი  ინფლაციური პროცესების  ესკალაციას გაზაფხულისთვის  წინასწარმეტყველებს X+8%  ფორმულით.   ამბობს, რომ  სამომხმარებლო ყველა პროდუქტის ფასი საგრძნობლად მოიმატებს, უკეთეს შემთხვევააში 8%-ით , უარესში - 12%-ით.

მისივე  თქმით,  ლართან მიმართებაში აშშ დოლარის  $1/₾ 2.50-2.53  დიაპაზონი მან ჯერ კიდევ სექტემბერში იწინასწარმეტყველა, „ავია თუ კარგია ჩემი პროგნოზი სრულდება“, - შენგელია პროცესების შესაჩერებლად  მართვაში სებ-ის ჩართვის და  საკანონმდებლო მხარდაჭერის  საჭიროებას  ხედავს.

ფიქრობს, რომ ზედამხედველი  2 ბანკის მომსახურების სააგენტოს ფუნქციიდან უნდა გამოვიდეს და  ლარის სტაბილურობაზე იზრუნოს.  შენგელია  $283 მლნ-ის  მიზნობრიობაზე აცხადებს, რომელიც  სებ-ისთვის სავალუტო ფონდს  აქვს გამოყოფილი.

სებ-ის ანალიტიკოსები ექსპერტს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავენ, რომ  $40-40 ტრანშებად გაწერილი დაფინანსება, რომლის პირველი  $40 მლნ მიღებულია  და მომდევნოს დეკემბერში მიიღებენ,   რეზერვების შესავსებადაა, რაც  ფინანსურ სტაბილურობას ემსახურება.

ნიკა შენგელია კურსის ნახტომისებურ რყევას  სავალუტიო ბაზარზე 2 მსხვილი ბანკის  უკონტროლო ვაჭრობებს  უკავშირებს, რომლის მიმართაც ქვეყნის ეკონომიკა სენსიტიურია, რადგან   შემოსავალი მოსახლეობაში არ ტრიალებს,  ფასიანი ქაღალდების ინსტრუმენტები კომერციული ბანკების ხელშია. მე-2 ფაქტორია უმუშევრობა, რომლის დაძლევა მას საკანონმდებლო ბერკეტით შესაძლებლად მიაჩნია.  ამბობს, რომ სტანდარტებში უნდა მოექცეს შრომის ბაზარი. მან მაგალითისთვის მაღაზიის მოლარე ოპერატორი მოიხმო,  რომელიც  საერთაშორისო  რეგულირებით  დღეში მხოლოდ  4 სთ-ის განმავლობაში უნდა  მუშაობდეს, ამასთან არც სხვა საქმეს უნდა  ითავსებდეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები