ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Boeing : ტილოთი შემოსილი ხის კონსტრუქციიდან კოსმოსურ ხომალდებამდე
რადიო თანამგზავრი
24 ოქტომბერი, 2017, 17:24
Boeing : ტილოთი შემოსილი ხის კონსტრუქციიდან კოსმოსურ ხომალდებამდე

თბილისი (GBC) -  ბოინგი  დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია - სამოქალაქო, სამხედრო და კოსმოსური ტექნიკის ყველაზე ცნობილი მწარმოებელი. ისტორია  გასული საუკუნის დასაწყისში პატარა ფაბრიკაში დაიწყო, სადაც სადაც მცირე ზომის თვითმფრინავებს ხელით აწყობდნენ.

კომპანია 1916 წლის 15 ივლისს დაარსდა,  Paxific Aero Products company -ს სახელით. 1 წლის შემდეგ სახელი შეეცვალა და დაერქვა Boeing Airplane Company.

კომპანიის  დამაარსებელი იყო უილიამ ბოინგი, რომელმაც ჯორჯ კონრად ვესტერველტის დახმარებით ააგო ჰიდროთვითმფრინავი B&W. ეს იყო ტილოთი გარშემოსილი ხის კონსტრუქცია, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგად დაფრინავდა. კომპანიამ თავი განსაკუთრებით  1933 წელს გამოიჩინა, როდესაც შეიმუშავა სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 247. ეს მოდელი საიმედო, უბრალო და უსაფრთხო აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე ხარვეზი მაინც ჰქონდა. იგი წარმოადგენდა 10 ადგილიან ორძრავიან მთლიან ლითონურ თვითმფრინავს ასაკეცი შასით. ამ მოდელის თვითმფრინავებს წილად ხვდა დასაწყისი მიეცა სამწუხარო სტატისტიკისთვის - 1933 წლის 10 ოქტომბერს ერთ-ერთი მათგანის ბორტზე (რეისი ჩიკაგო - კლივლენდი) გაისმა აფეთქების ხმა. ეს იყო პირველი ტერორისტული აქტი ჰაერნაოსნობის ისტორიაში.

1938 წელს ივნისში შეიქმნა ბოინგ 314 კლიპერი - სპეციალურად ტრანსატლანტიკური გადაზიდვებისთვის, რომელიც უკვე 90 მგზავრს იტევდა. იგი შემუშავებული იყო კომპანია პან ამერიკანის დაკვეთით. შორს არ იყო ის დრო, როდესაც თვითმფრინავები სრულად ჩაანაცვლებდნენ ხომალდებს ტრანსატლანტიკური გადაზიდვების საქმეში. იმავე წელს ჩნდება ყველანაირი ამინდისთვის განკუთვნილი „სატვირთო“ თვითმფრინავი - მოდელ 307 სტრატოლაინერი (Model 307 Stratoline).

როგორც ყველა სხვა კომპანიამ, ბოინგმა მეორე მსოფლიო ომის დროს არათუ შეამცირა, პირიქით, გააფართოვა წარმოება, მაგრამ სამოქალაქოს ნაცვლად ქარხანაში აწყობდნენ სამხედრო თვითმფრინავებს - თვეში 350 -ის რაოდენობით. ძირითადად ეს იყო ბომბდამშენი B17 (ცნობილი როგორც „მფრინავი ციხე-სიმაგრე“), რომელიც გამოიყენებოდა პატრულირების, დაბომბვის და გერმანელების წყალქვეშა ნავებთან საბრძოლველად) და B29  - რომელიც გამოიყენეს ხიროსიმას და ნაგასაკის დასაბომბად.

ომის დამთავრების შედეგ კომპანია იძულებული გახდა შეემცირებინა წარმოება, დაეხურა ქარხნები, გაეთავისუფლებინა პერსონალი. B29 -ის საფუძველზე სასწრაფოდ შეიქმნა სამგზავრო თვითმფრინავი, თუმცა ომის შემდგომ სამხედრო შეკვეთები ბოინგისთვის ჩვეულებრივ საქმიანობად იქცა.

შემდგომი ისტორია - ეს არის წარმატებისა და წარუმატებლობის მონაცვლეობის პერიოდი, როდესაც ნათელ პერიოდებს ცვლიდა ბნელი,  თუმცა მთლიანობაში ბოინგის საქმეები მაინც არც ისე ცუდად მიდიოდა, კომპანიის სიახლეებს აქტიურად იყენებდნენ კოსმოსურ პროექტებში, როგორიც იყო, მაგალითად Apollo და Space Shuttle. 60-90-იან წლებში შეიქმნა ლეგენდარული მოდელები ბოინგ 737, 747, 757. 1997 წელს ბოინგმა შთანთქა თავისი მთავარი კონკურენტი, საავიაციო ტექნიკის მეორე მწარმოებელი, Douglas Aircrafti, რაც უმალ აისახა ლოგოტიპზე - მასზე გაჩნდა კონკურენტის მცირე ზომის ნიშანი.

მიუხედავად კიდევ ერთი მწარმოებლის - Airbus -ის მხრიდან მუდმივი კონკურენციისა, ბოინგის თვითმფრინავების გაყიდვები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. შეკვეთები ასეულებს კი არა, ათასეულებს ითვლის. 2009 წლის 10 აპრილს კი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ავიაგადამზიდმა ეარ ფრანსმა, ბოინგის დიდ ხნის პარტნიორმა, შეიძინა 777-ე ორძრავიანი თვითმფრინავი  -  ბოინგ 777.

დღესდღეობით კომპანიის შემადგნელობაში 2 ქვედანაყოფია - ერთი დაკავებულია სამოქალაქო ავიაციით, ხოლო მეორე პასუხისმგებელია სამხედრო და კოსმოსურ სექტორზე.

კომპანიის შტაბ ბინა მდებარეობს ილიონისის შტატში, ქალაქ ჩიკაგოში. კომპანიის ქარხნები მთელ მსფოლიოშია განთავსებული. თანამშრომელთა რაოდენობამ დიდი ხანია გადააჭარბა 150 000-ს, ბოინგის თვითმფრინავები  მსოფლიოს ყველა მეტ-ნაკლებად მსხვილ აეროპორტებში გვხდება.

ბოინგის აქტიურად არის ჩართული კოსმოსურ პროექტებში. მის ხომალდს, რომლითაც მგზავრების კოსმოსში გაყვანა იგეგმება, უკვე ოფიციალური სახელი აქვს. მას CST-100 Starliner ჰქვია.

ბოინგს NASA- სთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული, რათა  Starliner-ით დაიწყონ ასტრონავტების გადაყვანა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან და სადგურამდე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები