| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გალერია თბილისში ATRIO-ს და GUESS-ის მაღაზიები გაიხსნება.
უკვე ცნობილია, რომ GUESS სავაჭრო ცენტრში ახალი კონცეფციით დაბრუნდება.
ბრენდების ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე დაემატა: LEE, Levi’s, Wrangler, mavi, LACOSTE და ფექთორი.
ცენტრში მისულ ვიზიტორებს დახვდებათ, Calvin Klein Jeans, Armani Exchange, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman, ასევე United Colors of Benetton, Trussardi, Stenders.
როგორც ცნობილია, სავაჭრო ცენტრში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს.
ასევე საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება, რაც კომპანია Apple-ის უშუალო ჩართულობას გულისხმობს პერსონალის კვალიფიკაციის, მაღაზიის ინტერიერის, პროდუქციის და სერვისის კუთხით.
„გალერია თბილისის“ გახნისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მენეჯმენტი ცენტრის „ძალიან მალე“ გახსნას აანონსებს.
ხუთსართულიან შენობაში განთავსებული იქნება მაღაზიები, რესტორნები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები და გასართობი ცენტრები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss