ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჰამბურგში საპარტნიორო ფონდის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
24 ოქტომბერი, 2017, 09:47
ჰამბურგში საპარტნიორო ფონდის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდის  საინვესტიციო დეპარტამენის დირექტორმა გიორგი დანელიამ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ საქართველო- გერმანიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა და ფონდის პრეზენტაცია მოაწყო. ფორუმში
50-ზე მეტი ქართული და გერმანული კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფონდის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებისგან აღინიშნა, რომ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობის, გერმანელი ინვესტორების დაინტერესების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართულ-გერმანული ბიზნესსექტორების დაახლოების კუთხით.

საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰამბურგის სავაჭრო პალატის გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.

ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბიზნესასოციაციასა და გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები