ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნოემბერში, რაგბის ნაკრები თიბისი რაგბის სერიების გამართავს
23 ოქტომბერი, 2017, 18:40
ნოემბერში, რაგბის ნაკრები თიბისი რაგბის სერიების გამართავს

თბილისი (GBC) - 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სივრცეში (ატენის ქ.2, მე-5 სართული) საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბანკის ცნობით, ნოემბრის ტესტები წელს თიბისის  ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას  "თიბისი რაგბის სერიები" ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება.

11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ  დინამო არენაზე 18:00 სთ-ზე  ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 სთ-ზე გაიმართება. ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გავსლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი ‘თიბისი რაგბის სერიები’-ის ნაწილი არ არის.

პრესკონფერენციის არანაკლებ მნიშნელოვანი თემა ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვის დაწყებაა, რომელიც 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები