ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კალაძე: საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები
ფოტო:Ipress
23 ოქტომბერი, 2017, 15:13
კალაძე: საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები

თბილისი (GBC) -  კახა კალაძე თბილისის მერის სავარძელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიკავებს,  მას შემდეგ, რაც ფორმალური პროცედურები დასრულდება.

ამის შესახებ  თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აქტიური ტრანზიციის პერიოდიც დააანონსა. 

კალაძე ამბობს, რომ გარდამავალ პერიოდში ყოველდღიურად იმუშავებენ,  რომ  მერიაში შესვლის წამიდან დაიწყოს აქტიურ საქმიანობა და პროგრამის აღსრულება. 

თქვა, რომ იქნება გატარებული რეფორმები, მოსალოდნელია საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები. გუნდი კი, უახლოეს პერიოდში დასახელდება. 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესინალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები და სხვათაშორის ძალიან ღია იქნება ეს პროცესები მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში. საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები. სხვათაშორის ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით ყველას პროფესიონალიზმი იქნას გამოყენებული," - განაცხადა კახა კალაძემ.

მან საზოგადოებას და მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები