| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის ტარიფი შეამცირა.
კომისიამ გადაწყვეტილება კვლევის საფუძველზე მიიღო. მიმდინარე კვლევის ფარგლებში, მარეგულირებელმა მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების დროს მომავალზე ორიენტირებული ნაზარდი დანახარჯების „BU LRIC“ მეთოდოლოგია გამოიყენა.
აღნიშნული მეთოდოლოგიის ფარგლებში საქართველოში პირველად მოხდა სატელეფონო მომსახურების ბაზრებზე ზარის წამოწყების და ზარის დასრულების მომსახურებების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ამ მომსახურებებზე „BU LRIC“ მოდელით გაანგარიშებული ტარიფების დადგენა.
დღეს არსებული სატარიფო რეგულირებით ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურებაზე (ზარის წამოწყება/ზარის დასრულება) ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრს შეადგენს წუთზე, გადასახადების ჩათვლით. ხოლო მობილურ ქსელში- 3,5 თეთრს გადასახადების ჩათვლით.
კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის (ურთირთჩართვის) ტარიფი ეტაპობრივად შემცირდება, პირველი შემცირება 2018 წლის 1 ივლისს მოხდება, საბოლოოდ შემცირებული ტარიფი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ურთიერთჩართვის ტარიფის კლების სქემა შემდეგია:
მობილური სატელეფონო მომსახურების ბაზრის, საბითუმო სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის შპს „მაგთიკომისთვის“, შპს „ჯეოსელითვის“ და შპს „მობიტელისთვის“ ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:
|
ურთიერთჩართვის მომსახურება |
2018 წლის 1 ივლისიდან,თეთრი (გადასახადების გარეშე) |
2019 წლის 1 იანვრიდან,თეთრი (გადასახადების გარეშე) |
|
ზარის წამოწყება |
2,16 |
1,44 |
|
ზარის დასრულება |
1,81 |
0,75 |
ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბაზრის, საბითუმო სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის სს „სილქნეტისთვის“, შპს „ახალი ქსელებისთვის“, შპს „ახტელისთვის“, შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ და შპს „ივერია ქსელებისთვის“ ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:
|
ურთიერთჩართვის მომსახურება |
2018 წლის 1 ივლისიდან, თეთრი (გადასახადების გარეშე) |
2019 წლის 1 იანვრიდან, თეთრი (გადასახადების გარეშე) |
|
ზარის წამოწყება ადგილობრივ დონეზე |
1,04 |
0,38 |
|
ზარის წამოწყება ტრანზიტულ დონეზე |
1,05 |
0,41 |
|
ზარის დასრულება ადგილობრივ დონეზე |
0,99 |
0,28 |
|
ზარის დასრულება ტრანზიტულ დონეზე |
1,01 |
0,32 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss