| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Golder Associates ოქროს და ფერადი ლითონების მომპოვებელი კომპანია RMG -ის გარემოსდაცვითი მართვის გეგმის შექმნაში ეხმარება.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა კომპანიის წარმომადგენლებმა დაბა კაზრეთში RMG-ის საწარმოები მოინახულეს. სამუშაო შეხვედრები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს კომპანიის გარემოსდაცვითი მართვის გეგმის დოკუმენტის საბოლოო შეთანხმებას ისახავს მიზნად.
RMG -ის ინფორმაციით, მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს სხვადასხვა გარემოსდაცვითი გეგმის შემუშავება, როგორიც არის: წყლის მართვის გეგმა, მონიტორინგის გეგმა, სახიფათო ნივთიერებების მართვის გეგმა, ნარჩენების მართვის გეგმა და სხვა. შეხვედრების ფარგლებში, დეტალური განხილვის საგანი იყო საწარმოთა წყლის მართვის ძირითად მიმართულებები.
მოწვეული ექსპერტები გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რამდენიმე პროექტის განხილვას დაესწრნენ და ქართველ კოლეგებს რეკომენდაციები გაუზიარეს ქართველ კოლეგებს.
აღსანიშნავია, რომ RMG Golder Associates-ის ექსპერტებთან 2017 წლის დასაწყისიდან თანამშრომლობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss