ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს
20 ოქტომბერი, 2017, 10:54
Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს

თბილისი (GBC) - მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, - კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, პროექტები და არსებული საინვესტიციო გარემო. 

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი ინვესტორების ჩართვას იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება. 

აღინიშნა, რომ საქართველო არის გასასვლელი ჯამურად 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზარზე, რამდენადაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ევროკავშირთან და მეზობელ ქვეყნებთან, ცოტა ხნის წინ კი საქართველოს თავისუფალი სავაჭრო პარტნიორი გახდა ჩინეთი. 

პრემიერ-მინისტრმა Frank Group-ის წარმომადგენლებს საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ინვესტორების მაქსიმალური მხარდაჭერისთვის მზად არის. 

Frank Group არის საერთაშორისო ჰოლდინგი და საინვესტიციო ჯგუფი 200-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ძირითადად უძრავი ქონების, წარმოების, ტურიზმის, მაღალი ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სფეროში საქმიანობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები