ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
1929 წელს საბჭოთა კავშირში საყოველთაო კოლექტივიზაცია გამოცხადდა - ეს დღე ისტორიაში
20 ოქტომბერი, 2017, 10:34
1929 წელს საბჭოთა კავშირში საყოველთაო კოლექტივიზაცია გამოცხადდა - ეს დღე ისტორიაში

თბილისი (GBC) - 20 ოქტომბერს  ავიადისპეჩერების და მზარეულების საერთაშორისო დღეა.

ამ დღეს კიდევ არაერთი მოვლენა მოხდა, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა: 

1818 : აშშ-მა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს კონვენციას, რომელმაც სხვასთან ერთად აშშ-კანადის საზღვარი დააწესა  49-ე პარალელის გასწვრივ თითქმის მთელი კონტინენტის სიგრძეზე.

1827 : ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის მოკავშირე საზღვაო ძალები თურქეთისა და ეგვიპტის ფლოტს ანადგურებენ ნავარინოს ბრძოლაში, ამ ფაქტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

1911: დაიწყო რუალ ამუნდსენის ექსპედიცია  სამხრეთ პოლუსისკენ.

1929: კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ქვეყანაში საყოველთაო კოლექტივიზაციის შესახებ განაცხადა.

1945 : საფრანგეთში, ქალებს პირველად მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

1968: აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ჟაკლინ კენედი, ცოლად გაჰყვა ბერძენ ოლიგარქ არისტოტელ ონასისს.

1970 : საბჭოთა კავშირში სპორტლოტოს პირველი გათამაშება შედგა.

1973 : სიდნეის ოპერის თეატრი გაიხსნა.

1993: ჰოლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით აიკრძალა უცხოელი ტურისტებისთვის მარიჰუანის და ჰაშიშის მიყიდვა.

2002 : ეთერში პირველად გავიდა მსოფლიოში პოპულარული ინგლისური შოუ  Top Gear.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები