ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნიუ-იორკის ბირჟის შავი ორშაბათი - ეს დღე ისტორიაში
19 ოქტომბერი, 2017, 09:47
ნიუ-იორკის ბირჟის შავი ორშაბათი - ეს დღე ისტორიაში

თბილისი (GBC) - 19 ოქტომბერი ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით შევიდა, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა, მათ შორისაა 30 წლის წინ,  ნიუ-იორკის ბირჟაზე დოუ-ჯონსის ინდექსის რეკორდული ვარდნა.

 ამ ტალღამ მაშინ არა მხოლოდ აშშ, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც დააზარალა. მაგალითად, ავსტრალიის საფონდო ბაზარმა იმ წლის ოქტომბერი 41.8%-იანი ვარდნით დაასრულა, კანადის ბირჟა 22.5% -ით დაეცა, ჰონგკონგის 45.8%-ით , ლონდონის ბირჟაზე ვარდნამ 26% გადააჭარბა.

ყველაზე საოცარი ამ მოვლენაში ის იყო, რომ ვარდნის გამომწვევი მიზეზი უცნობია. იმ დღეს არ მომხდარა არავითარი მნიშვნელოვანი მოვლენა და არ გავრცელებულა მნიშვნელოვანი ინფორმაცია - ინდექსის ჩამოშლის ხელშესახები მიზეზი არ არსებობდა. ამასთან ამ მოვლენამ ეჭვქვეშ დააყენა ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას ედო საფუძვლად...

რაც შეეხება სხვა მოვლენებს...

1469 : ფერდინანდ II არაგონელი ირთავს იზაბელა კასტილიელს, რამაც შესაძლებელი გახადა არაგონისა და კასტილიის გაერთიანება ერთ ქვეყანად - ესპანეთად.

1860 : ფლორენციაში დაარსდა შიდა წვის ძრავების მწარმოებელი პირველი კომპანია.

1873 : იელის, პრინსტონის, კოლუმბიისა და რატგერსის უნივერსიტეტებმა შექმნეს  ამერიკული ფეხბურთის წესების პირველ კოდექსს.

1921 : ლისაბონში სამხედრო გადატრიალებისას მოკლეს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და სხვა პოლიტიკოსები.

1935 : ერთა ლიგამ იტალიას  ეკონომიკურ სანქციები დაუწესა ეთიოპიაში შეჭრის გამო.

1960 : აშშ-ის მთავრობა კომუნისტურ კუბას ემბარგოს უცხადებს.

1987 : შავი ორშაბათი - დოუ ჯონსის ინდუსტრიული ინდექსი  22,6%-ით დაეცა,  რამაც მსოფლიოს სხვა ბირჟებზე კატასტროფული ვარდნები გამოიწვია.

2000: ნიუ-იორკში მადამ ტუსოს ცნობილი გალერეას ფილიალი გაიხსნა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები