ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თემურ ჭყონია: მე რომ ვიყო დამქირავებელი, ჩემს თავს არ დავიქირავებდი
18 ოქტომბერი, 2017, 16:46
თემურ ჭყონია: მე რომ ვიყო დამქირავებელი, ჩემს თავს არ დავიქირავებდი

თბილისი (GBC) - სუსტი მენეჯერი ვარ - საკუთარი მართვის სტილი ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ TV პირველისთვის (საქმის კურსი) მიცემულ ინტერვიუში დაიწუნა. 

თქვა, რომ თავის თავს კრიტიკულად აფასებს. 

"2 კვირის წინ შეხვედრა მქონდა თანამშრომლობთან, დიდი ხანია ერთად ვართ, პატივს მცემენ, ვუთხარი, მე რომ ვიყო (დამქირავებელი) ჩემს თავს არ დავიქირავებდი. იმ ბიზნესში რასაც მე ვაწარმოებ, გაცილებით დიდი შესაძლებლობებია, ვიდრე მე ვაკეთებ. დამთმობი ვარ, პატიება ვიცი, რაც ბიზნესში არ მოსულა" , - განაცხადა ჭყონიამ. 

ინტერვიუში მან სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის ექს-პრემიერთან ურთიერთობაზე -  "სისტემატური კავშირი არ მაქვს, ჩემი აზრით, ძალიან დაკავებული უნდა იყოს და საერთო თემები არ გვაქვს ალბათ", - ამბობს ჭყონია და მიიჩნევს, რომ თანაინვესტირების ფონდისთვის 1 ლარად მიწის გადაცემა იაფია. 

"დღეს საუბრობენ, რომ ერთ ლარად არის შეძენილი რაღაც მიწა და სამაგიეროდ ერთი მილიონის ინვესტიციას ახორციელებენ(ადგილზე). მე ქუთაისში McDonald’s -ი  რომ ავაშენე 850 000  გადავიხადე მიწაში და 3 მილიონის ინვესტიცია გავაკეთე. მე ვფიქრობ, რომ მაინც ერთი ლარი ცოტა იაფია",- ამბობს ბიზნესმენი. 

ამბობს, რომ არ იწუნებს „პანორამა თბილისის" პროექტს, თუმცა მეორე საკითხია - რამდენად დროულია ამ პროექტის გაკეთება. 

" შეიძლება უფრო დიდი თემა იყოს ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ბიძინა ივანიშვილი არის ცნობილი როგორც ქველმოქმედი. მე რაზეც ვსაუბრობ (ძველი თბილისის რეაბილიტაცია), ეს არ არის ბიზნესი, ეს არის ქველმოქმედება. ივანიშვილი რასაც ახლა აკეთებს, ბიზნესია, შერეული ქველმოქმედებასთან ერთად, ვითომ... მაგრამ მაინც ბიზნესია",- აცხადებს ჭყონია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები