ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თემურ ჭყონია: კოკა კოლა  ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს
17 ოქტომბერი, 2017, 18:50
თემურ ჭყონია: კოკა კოლა  ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს

თბილისი (GBC) -  საქართველოში Coca Cola -ს მწარმოებელი "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია" ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან" ინტერვიუში განაცხადა. 

ცნობილი ბიზნესმენი ამბობს, რომ ჯგუფი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს, ფასიანი ქაღალდების გამშვებას კი უახლოეს პერიოდში  აანონსებს. 

"25 წელია, რაც ჩვენი კომპანია არსებობს, ბოლო წლებში კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ საერთაშორისო აუდიტორიული შემოწმებები და როდესაც საბოლოო სრული სურათი გვექნება, შემდეგ აუცილებლად დავიწყებთ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. "კოკა-კოლა" სახალხო სასმელია და ვთვლი, რომ საზოგადოებამაც უნდა მიიღოს მისი შემოსავლიდან ბენეფიტი და ამას გააკეთებს არამარტო "კოკა-კოლა", არამდ "მაკდონალდსი" და ჩვენი ყველა კომპანია. ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ.
ფასიანი ქაღალდების ემისია იქნება დამატებითი ფინანსური რესურსი ბიზნესის განვითარებისათვის. ეს იქნება ალტერნატივე ახალი ფინანსების მოძიებისთვის", - ამბობს თემურ ჭყონია.

მისი თქმით, ბიზნესს ფინანსების მოსაზიდად 2 გზა აქვს და აქედან ყველაზე იოლია ბანკში მისვლა და მისთვის "ჩაბარება". 

"ბანკი მოგცემს ფულს და მართლა მოგივლის, მაგრამ მოგივლის მანამდე, სანამ შენ მისთვის საინტერესო ხარ, რამდენად გრძელვადიანად ხარ საინტერესო ეს უკვე შენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუმცა, ეს რესურსიც რაღაც მომენტში ამოწურვადია. ამიტომ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები უნდა გამოიყენო სხვა მიმართულებითაც. უნდა გაზარდო ავტორიტეტი, ნდობის ფაქტორი და შემდეგ გამოუშვა ფასიანი ქაღალდებიც", - ამბობს ბიზნესმენი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები