ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
დიდი ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტი -  ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს
17 ოქტომბერი, 2017, 10:55
დიდი ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტი -  ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზი“  ჭიათურაში მანგანუმის  ახალი გამამდიდრებელი ქარხანის მშენებლობას იწყებს.

GBC-სთვის ცნობილი გახდა, რომ ქარხნის მშენებლობა 19  ოქტომბერს დაიწყება, მოხდება სიმბოლური კაფსულის ჩადება, რასაც „ჯორჯიან მანგანეზის“ აქციონერები, პარტნიორები და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

კომპანიის სპეცმმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი GBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქარხანა უახლესი თაობის ტექნოლოგიური ხაზებით აღიჭურვება, რომლის მომწოდებელი გერმანული „ოლ მინერალსია“.

„ახალი ქარხანა  ყოველმხრივ დადებითი ეფექტის მომტანი იქნება. პირველი მადნის გამდიდრებისას აღარ მოხდება მდინარე ყვირილას დაბინძურება შლამებით, რაც დადებით გავლენას მოახდენს ეკოლოგიურ ვითარებაზე, ვინაიდან სამუშაო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება და მეორე,  ქარხანას ექნება დიდი ეკონომიკური ეფექტი. მადნიდან მანგანუმის მიღება თითქმის უდანაკარგოდ ხდება, რაც 2 -ჯერ გაზრდის მიღებული კონცენტრანტის რაოდენობას“, - აცხადებს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

ახალი ქარხნის პროექტის ღირებულება მილიონ  დოლარამდეა.  დანადგარების პირველ პარტიას კომპანიაში გაზაფხულზე ელიან. ქარხანა ექსპლუატაციაში კი, 2018 წლის ბოლოსთვის შევა.

გარდა ამისა,  „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, ღურღუმელას ძველი შლამსაცავის რეაბილიტაციასაც გეგმავს.  განახლდება ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციის შემდეგ  აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება მადნის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი შლამების დასაწყობება.

„სამომავლოდ ვგეგმავთ შლამის გადატანა/ გადატუმბვა, რასაც ახლა მანქანებით ვახორციელებთ, სპეციალური ხაზით მოხდეს“, - აღნიშნავს ჩიქოვანი და განმარტავს, რომ ეს შლამი გამოუსადეგარია და მხოლოდ წლების შემდეგ მოხდება მისი რეგენერაცია.

სპეცმმართველის გადაწყვეტილებით ასევე დაიწყო ყველა იმ მაღაროს დახურვა, რომელიც გარემოს განსაკუთრებულ ზიანს აყენებდა და ასეთ კარიერებზე რეკულტივაციის პროცესი დაიწყება.

შეგახსენებთ, 11 მაისს, ჭიათურის მაღაროების მუშაობის შედეგად ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური ვითარების გამო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, სასამართლოს თანხმობით, კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები