ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის - თეგეტაში  სპეციალური შეთავაზებებია
17 ოქტომბერი, 2017, 09:57
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის - თეგეტაში  სპეციალური შეთავაზებებია

თბილისი (GBC) - მოახლოებულ ზამთარს თეგეტა მოტორსი სპეცშეთავაზებებით ხვდება.

კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს დროულად დაიწყონ ზამთრისთვის მზადება, რადგანაც ჰაერის ტემპერატურა უკვე მკვეთრად დაეცა და ავტომობილებსაც შესაბამისად გამართვა სჭირდება. 

„ვინაიდან საქართველოს რიგ რეგიონებში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დროა მოამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის. მიმართეთ „თეგეტას“ სერვის ცენტრებს და ისარგებლეთ სპეციალური სეზონური შეთავაზებებით საბურავებზე, აკუმულატორებზე, ძრავის ზეთებსა და ფილტრებზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, მინის მწმენდებზე, ანტიფრიზსა და სხვა სეზონურ პროდუქციაზე. შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში”, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში კიდევ არაერთი შეთავაზებაა. მომხმარებლებს ახსენებენ, რომ თუ  ავტომობილმა  უპრობლემოდ იარა ზაფხულის სეზონზე და ტექნიკურად გამართულია, ეს არ ნიშნავს,  რომ ის ზამთარშიც გამართულად იმუშავებს.

„თუ თქვენი ავტომობილი ზამთრისთვის წინასწარ არ მოამზადეთ, მან შესაძლოა ტემპერატურის ვარდნის შემდეგ ნებისმიერ დროს გიმტყუნოთ. ამიტომ აუცილებელია შევამოწმოთ დაკარგული აქვს თუ არა თვისებები გაგრილების სითხეს (ანტიფრიზს), ასევე უნდა შემოწმდეს  აკუმულატორის მდგომარეობა, ვინაიდან ზამთარში აკუმულატორზე დატვირთვა იზრდება და შეიძლება თქვენი ავტომობილი მოულოდნელად აღარ დაიქოქოს.  აქციის ფარგლებში „თეგეტა“ ანტიფრიზისა და აკუმულატორების შემოწმების სერვისს სრულიად უფასოდ გთავაზობთ“, - განმარტავს თეგეტას მენეჯემენტი.

კომპანიაში სეზონის შესაბამისი საბურავების აუცილებლობაზეც აღნიშნავენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც დამოკიდებულია თქვენი უსაფრთხოება, ასევე ერთადერთი ნაწილი რითიც ავტომობილი გზის საფარს ეხება საბურავებია. ზაფხულის საბურავს ნაკლები რეზინის შემცველობა აქვს და შესაბამისად ის უფრო ხისტია, რის გამოც ზამთარში კიდევ უფრო უხეში ხდება, ასეთი საბურავი უფრო მეტად ცურავს, უჭირს დამუხრუჭება და ზამთარში მისი გამოყენება არა თუ არარეკომენდირებული, არამედ სახიფათოა. ზამთრის საბურავებში რეზინის შემცველობა გაცილებით მაღალია, ამიტომ ის უფრო რბილია და უკეთესად ეჭიდება სველ და ცივ ზედაპირს, რაც მოცურებისგან იცავს ავტომობილს. როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსზე ქვემოთ დაეცემა,  უნდა გამოვიყენოთ ზამთრის საბურავები. „თეგეტა“ გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული  ზამთრის საბურავების ყველაზე დიდ არჩევანს. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საბურავების შენახვის სერვისით და ზაფხულის საბურავები შეინახოთ „თეგეტას“ „საბურავების სასტუმროში“, სადაც შენახვის ყველა სტანდარტი დაცულია“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომფორტული მომსახურებისთვის  „თეგეტაში“ წინასწარი ჩაწერის სერვისიც მოქმედებს,  რომლის საშუალებითაც კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად მისაღებ დროს  ჩაწერა.

აღნიშნული სერვისის მისარებად დაუკავშირდით „თეგეტას“ ცხელ ხაზს (+32) 226 44 44.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები