| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „ედელინგი“ ახალი ტექნოლოგიით კაკლოვანი კულტურების გადამუშავებას იწყებს.
კომპანიამ რამდენიმე დღეა ხონში საწარმო გახსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 8 მლნ ლარია, რომლის 80% უკვე ათვისებულია. დარჩენილი თანხით იგეგმება ტექნოლოგიური ნაწილის გაძლიერება.
„ედელინგი“ გერმანელი ინვესტორების მიერ დაფუძნებული კომპანიაა და სამიზნე ბაზარიც ევროპაა, განსაკუთრებით გერმანია. პარტნიორებს შორისაა შვეიცარია და დანია.
“ედელინგმა“ ნედლეულის პირველი პარტიაც გერმანიიდან შემოტანა. გადამუშავებული თხილი კვლავ გერმანიაში ექსპორტიდება.
კომპანიის დირექტორი შოთა საღრიშვილი GBC-სთან ამბობს, რომ გადამუშავება ნედლეულის “გაკეთილშობილებას” გულისხმობს, რაც თავის მხრივ ლაზერული და სხვა ტექნოლოგიების დახმარებით, პროდუქტის პრემიუმ კლასში აყვანასა და ევროპული სტანდარტების მიღებას ნიშნავს.
ქარხანა ორიენტირებულია თხილის, ნუშის, ნიგვზისა და ქეშიუს გადამუშავებაზე.
მისივე თქმით, თხილის შემთხვევაში სავარაუდოდ, კომპანიის ძირითადი მიმწოდებელი საქართველო იქნება, თუმცა წელს ეს უხარისხობის გამო, შესაძლოა ვერ მოხერხდეს. ინტერესია თურქული კომპანიებიდანაც.
ნუშისა და ქეშიუს გადამუშავებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონტრაქტორებთან, უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულებები, თუმცა ნედლეულის მიღება წელს ვერ მოესწრება. საუბარია ნუშის კალიფორნიიდან, ქეშიუს აფრიკიდან, ნიგვზის კი აზიიდან იმპორტზე.
აღსანიშნავია, რომ ქარხანა წლის განმავლობაში 6000 ტონა ნედლეულის გადამუშავებას შეძლებს.
„ედელინგის“ დამფუძნებლები არიან მიხაელ ჩენკელი (გერმანია; 67%) და მარტენ ვისსერ, (ნიდერლანდები; 33%)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss