| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია "ფერიმ " მუნიციპალური განვითარების ფონდის 27,876 მილიონიანი კონტრაქტი მოიპოვა.
კონტრაქტის ფარგლებში კომპანია გუდაური-კობის საბაგირო გზის პროექტირებას, მოწოდებას და მონტაჟს განახორციელებს. სამუშაოები 15 თვეში უნდა შესრულდეს.
პროექტის ფარლებში დაგეგმილია ყაზბეგი-გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტების დამაკავშირებელი 7.5 კილომეტრიანი საბაგიროს ინფრასტრუქტურის შექმნა.
მთავრობა განიხილავს შექმნას ერთიანი სათხილამურო სივრცე, რაც გააორმაგებს ზამთრის კურორტებზე ტურისტების რაოდენობას.
აღსანიშნავია, რომ მთის კურორტების განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. კერძოდ: სვანეთში მიმდინარეობს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა. 1200 მეტრი საბაგირო იქნება ღია, სავარძლის ტიპის, 6-კაციანი. მესტია-ჰაწვალის საბაგირო მთას და ცენტრს აკავშირებს ერთმანეთთან.
სვანეთში ასევე კეთდება მცირე ზომის საბაგიროები: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და ლენტეხში, რომელის ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას.
ბაკურიანის ისტორიაში პირველად გაკეთდა კოხტა-მიტარბის გადასასვლელი სათხილამურო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
კურორტ მიტარბს დაემატა ახალი სათხილამურო გზები.
კურორტ გოდერძს დაემატება ერთი მოძრავი ხალიჩა და ერთი მცირე ზომის საბაგირო.
მესტიას, ბაკურიანსა და გუდაურს დაემატება სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss