| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მეტროს 23 სადგური შეემატა.
სადგური "უნივერსიტეტი" 16 ოქტომბრიდან მგზავრთა მომსახურებას იწყებს. მისი პირველი მგზავრები პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები იყვნენ.
სადგური ყოველდღიურად 15 000 მგზავრს მოემსახურება.
სადგურის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დასრულდა. პროექტისთვის 84 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
სამუშაოებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა COBRA ASSIGNIA (კობრა ასიგნია) შეასრულა, მასვე ეკუთვნის მეტროსადგურის დიზაინი, რომელიც საზოგადოების ნაწილმა მწავედ გააკრიტიკა.
პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ. დასრულდა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების მშენებლობა. სადგურს აქვს 4 ამოსასვლელი. მომზადდა სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss