ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისში ბიზნეს-გამოფენა აფხაზეთი 2017 გაიმართა
16 ოქტომბერი, 2017, 11:52
თბილისში ბიზნეს-გამოფენა აფხაზეთი 2017 გაიმართა

 

თბილისი (GBC) - აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის  ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით  ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნეს-გამოფენა „აფხაზეთი 2017“ გაიმართა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაარსებული კომპანიების პროდუქცია.

გამოფენა ბიზნეს-სექტორების ფართო სპექტრს მოიცავდა. მათ შორის: მეღვინეობა, თაფლის წარმოება, ტურიზმი, კვების ობიექტები, სადისტრიბუციო კომპანიები, სამშენებლო სექტორი, ესთეტიური მედიცინა, სანიტარული მომსახურება და სხვ.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი კომპანიები აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო  პალატის წევრები არიან. კომპანიების პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ სტუმრებს ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა  ამირან დოლიძემ გააცნო.

შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგენელი ნაწილია. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე პალატის წარმომადგენლობა განთავსებულია დედაქალაქში. ამ დროისთვის აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ათეულობით კომპანიას აერთიანებს, როგორც მცირე, ასევე საშუალო და  მსხვილ ბიზნეს-სექტორებს. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები