| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკი გაიყიდა.
აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (EFG) შეიძინა.
ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).
"ეს გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან „EFG“-ის მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობის აქტივებს ფლობენ და მართავენ; მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნეს სექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა", - აცხადებს ბანკის მენეჯმენტი და ელოდება, რომ ბანკი ზრდას და განვითარებას გააგრძელებს ახალ აქციონერებთან ერთად, საკუთარი კლიენტებისა და საქართველოს საბანკო სექტორის უკეთესად მომსახურებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს ლიბერთი ბანკის აქციებზე მსხვილი გარიგებაც დაფიქსირდა.
არასაბირჟო გარიგებით, ბანკის 3,201,321,628 აქცია გასხვისდა, რაც ბანკის 58.18%-ია. გარიგების ღირებულებამ 83,170,335.90 ლარი შეადგინა.
გარიგების შედეგად, თითო აქციაში 0.02598 ლარი გადაიხადეს. შედეგად, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 233,846 მლნ ლარია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss