| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- ანაკლიის პორტის მმართველი კომპანიის IPO-ს მხოლოდ 5 წლის შემდეგ მოიაზრებენ.
პორტის პროექტის ინვესტორი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ აქციების საჯარო შეთავაზებამდე ნავსადგურის მშენებლობის I ფაზა უნდა დასრულდეს და გემების მიღებაც დაიწყოს, მანამდე რისკიანი ფულის მოზიდვა არამიზანშეწონილია.
უკვე ცნობილია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით და ტექნიკით აღჭურვილ ღრმაწყლოვან პორტში დიდი გემების გადმოტვირთვა/დატვირთვას 24 საათი დასჭირდება.
ღრმაწყლოვანი ნავსადგურის I ფაზის მშენებლობისთვის 540 მილიონია საჭირო, საიდანაც 190 მილიონი უკვე მოზიდულია და საინვესტიციო პორტფელის ფორმირებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
მოზიდული თანხიდან 20 მილიონი ფსკერის გაწმენდასა და დაღრმავებაზე დაიხარჯება.
პროექტის ინვესტორებმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ ანაკლიის პორტი და მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონა განსაკუთრებული ზონის სტატუსს მიიღებს. კონსტიტუციით უკვე ვიზირებულია სპეც.ზონის საკანონმდებლო მოწყობაზე მუშაობა.
განიხილება ტერიტორიაზე ბრიტანული არბიტრაჟის მოდელი დანერგვა, რითაც ინვესტორები და იქ მოქმედი ბიზნესი თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss