| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- თბილისში შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა იხსნება.
ღონისძიება 12 ოქტომბერს , 18 საათზე თბილისში „სასტუმრო რედისონ ბლუში“ გაიმართება.
მსოფლიოს 100 წამყვან უნივერსიტეტის რეიტინგში მყოფი შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფუნქციონირებას ოქტომბერში დაიწყებს.
აღნიშნული სრულიად ინოვაციურ პროგრამაა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი იმ მენეჯერებისა და ბიზნესმენების საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, რომელთაც სურთ პროფესიული, კარიერული და პირადი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესება.
შეფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი -CITY College- მენეჯერებსა და პროფესიონალებს პირველად სთავაზობს საქართველოში უნიკალურ საგანმანათლებლო შესაძლებლობას. კურსდამთავრებულები თბილისში სწავლისას შეიძენენ მაღალი დონის ბრიტანულ განათლებასა და აღიარებულ ხარისხს.
ხარისხის მინიჭება ხდება პირდაპირ შეფილდის უნივერსიტეტის მიერ (გაერთანებული სამეფო) აღნიშნული შესაძლებლობა წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს საქართველოში ხელმძღვანელი პირების განათლების ამაღლების ხელშეწყობის კუთხით.
კურსის მოსახერხებელი ჩატარების მოდელი (თვეში 1 შაბათ-კვირა) დაკავებულ აღმასრულებელ პირებს მათი კარიერისათვის ხელისშეშლის გარეშე აძლევს კურსზე დასწრების საშუალებას.
დღესდღეობით ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ერთდროულად მიმდინარეობს 7 ქალაქში: სალონიკში (საბერძნეთი), ბელგრადში (სერბეთი), ბუქარესტში (რუმინეთი), კიევში (უკრაინა), სოფიაში (ბულგარეთი), ერევანში (სომხეთი) და თბილისში (საქართველო), რაც ხელს უწყობს რეგიონში მძლავრი საერთაშორისო ბიზნეს ქსელის შექმნას.
აღსანიშნავია, რომ CITY College- წარმოადგენს ერთერთ უძველეს ბრიტანულ უნივერსიტეტს. იგი არის წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ინგლისში, შეფილდში. უნივერსიტეტი შესულია მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში (82-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში, 26-ს ევროპაში -QS რეიტინგები 2018). იგი მიეკუთვნება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1%-ს.
თბილისში კურსის გახსნის ღონისძიებას გახსნის და უმასპინძლებს შეფილდის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელი (CITY College), იანის ვერვერიდისი. ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართვაც.
მოწვეული საპატიო სტუმრის სტატუსით შეხვედრას დაესწრებიან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ბატონი ჯასტინ მეკენზი სმიტი და საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი დიმიტრიოს კარაბალისი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss