| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქართული და ყაზახური ავიაკომპანიები გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას ე.წ. „ზიარი კოდების“ გამოყენებით შეძლებენ, - ორი ქვეყნის საავიაციო უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი უზრუნველყოფს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მემორანდუმის თანახმად, ორი ქვეყნის დანიშნულების პუნქტებთან (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ასტანა, ალმა-ატა, აქტაუ) მიმართებაში კოდების ერთობლივი გამოყენება შესაძლებელი იქნება მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებთანაც.
"მემორანდუმი გააუმჯობესებს ავიაკომპანიების კომერციულ შესაძლებლობებს ერთმანეთის საავიაციო ბაზრებზე და შეამცირებს მათ ოპერაციულ ხარჯებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის საავიაციო მიმოსვლის შემდგომ ზრდას", - მიიჩნევენ საგენტოში.
საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლას ამჟამად ავიაკომპანიები Georgian Airways, Air Astana და SCAT ასრულებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss