ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რონდელის ფონდსა და SIDA-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
5 ოქტომბერი, 2017, 15:54
რონდელის ფონდსა და SIDA-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისი (GBC) –შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს გრანტს გამოუყოფს.

საგრანტო ხელშეკრულება 4 ოქტომბერს გაფორმდა,   პროგრამის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში” 2016-2017 წწ. კურსის დახურვის შემდეგ.

სასწავლო პროექტი, რომელსაც Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით რონდელის ფონდი 2009 წლიდან ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას პოლიტიკის ანალიზისა და მოლაპარაკებათა წარმართვის სფეროში. პროგრამა გაიარა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 230-მა საჯარო მოხელემ.

ახალი გრანტიც 2017-2020 წლებში ფონდის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას მოხმარება.

 ეს მხარდაჭერა ზოგადად ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო სექტორის განვითარებასა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფას, ხოლო ფონდს  ეხმარება ინსტიტუციურ გაძლიერებაში, რათა უკეთ შეძლოს თავისი მიზნების განხორციელება, რაც მოიცავს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში ეფექტურ მონაწილეობას კვლევისა და ანალიზის, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისა და საზოგადოების ინფორმირების გზით.

„ფონდი, თავისი საქმიანობითა და Sida-ს ხელშეწყობით, ეხმარება საქართველოში საჯარო პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას, წვლილი შეაქვს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების საქმეში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესრულების პროცესში“, - აცხადებენ ფონდში.

აღსანიშნავია, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ფონდი მუშაობს ფართო სამიზნე აუდიტორიასთან - საჯარო მოხელეებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, ეთნიკურ/რელიგიურ უმცირესობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და ა.შ. ფონდი ხელს უწყობს რეგიონების მოსახლეობისა თუ ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად, რათა შეძლონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებში აქტიური მონაწილეობა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები