| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებს ორ სასწავლო კურსზე იწვევს და ამ მიზნით აცხადებს კონკურსს:
საჯარო ფინანსების მართვის საფუძვლები - კურსის მიზანია, შესძინოს სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნა საჯარო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა: საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები (9 სთ); საგადასახადო კანონმდებლობა (30 სთ); ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგება საჯარო სექტორში (სახაზინო პროცედურების ჩათვლით) ( 57 სთ); ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)
განრიგი:
➡️ დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი
➡️ საათი: 18:30- 21:30
➡️ 31 ოქტომბერი – 28 დეკემბერი (პირველი ეტაპი)
➡️9 იანვარი - 22 მარტი (მეორე ეტაპი)
ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში - კურსის მიზანია, შესძინოს მათ პრაქტიკული ცოდნა კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა: ბიზნეს - კანონმდებლობა (კანონი მეწარმეთა შესახებ) (3 სთ); საგადასახადო კანონმდებლობა (33 სთ); ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების გამოყენებით) (60 სთ); ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)
განრიგი:
➡️დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი
➡️ საათი: 18:30- 21:30
➡️ 30 ოქტომბერი – 27 დეკემბერი (პირველი ეტაპი)
➡️10 იანვარი - 23 მარტი (მეორე ეტაპი)
თითოეულ ჯგუფში განსაზღვრულია 22 მსმენელის შერჩევა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დეკუმენტები:
➡️ სამოტივაციო წერილი
➡️ რეზუმე ( CV)
➡️ცნობა GPA-ის შესახებ
➡️ ნიშნების ფურცელი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წ. 17 ოქტომბერი, გასაუბრება გაიმართება 23-25 ოქტომბერს.
(ტელ: (995 32) 226 10 26
ელ. ფოსტა: academy@mof.ge ! Subject-ში მიუთითეთ იმ სასწავლო კურსის დასახელება, რომლის გავლაც გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss