| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქედაში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტურისტულ მარშრუტთან - თამარის ხიდთან, KTW ჯგუფის საფირმო მაღაზია „აჭარის ველი“ გაიხსნა.
კომპანიის ცნობით, ქედის ღვინის ქარხნისა და KTW ჯგუფის პროდუქცია ტურისტებისათვის მიმზიდველ გარემოში იქნება წარმოდგენილი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის მაღაზიის მნიშვნელობაზე აღნიშნა, რადგანაც, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულება ქედის მუნიციპალიტეტია, სადაც ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერის, თამარ მეფის თაღოვანი ხიდისა და ღვინის მარნების სანახავად დადიან.
"საფირმო მაღაზია „აჭარის ველი“ - ეს იქნება ერთ სივრცეში წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, სადაც მოსულ ტურისტს საშუალება მიეცემა ერთის მხრივ გაეცნოს 8000 წლოვანი ღვინის წარმოების ისტორიას, მეორე მხრივ დააგემოვნოს და ადგილზე შეიძინოს იგი", - აცხადებს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე.
KTW ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანიაა საქართველოში. ქედაში კომპანია უნიკალური ვაზის ჯიშის ღვინოს „ჩხავერს“ აწარმოებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss