| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ მოხსენება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ასოციაცია "ევროგეოგრაფიკსის" გენერალურ ასამბლეაზე წარადგინეს.
წლევანდელი ასამბლეა 1-3 ოქტომბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში იმართება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის სფეროში მოქმედი 61 ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის” მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ ასამბლეის წევრებს სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარა.
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინოვაციას უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს. ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგია სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის.
საქართველო ,,ევროგეოგრაფიკსის" სრული წევრი 2010 წელს გახდა. ასოციაციის პროექტებსა (EuroGlobalMap, EuroRegionalMap) და ღონისძიებებში ჩართულობა საჯარო რეესტრს გეოინფორმაციულ სფეროში მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარების და ექსპერტული რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss