ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სვანეთი National Geographic Travel-ის ობიექტივში მოხვდა
3 ოქტომბერი, 2017, 15:43
სვანეთი National Geographic Travel-ის ობიექტივში მოხვდა

თბილისი (GBC) - National Geographic Travel-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გადაცემის წამყვანმა რობერტ რეიდმა სვანეთში იმოგზაურა.  უშგულელების დახმარებით ცნობილმა წამყვანმა ცხენზე ჯირითი ისწავლა და საქართველოს უდიდესი მწვერვალის შხარის ძირშიც იმოგზაურა.

 რობერტ რეიდმა  სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებები  National Geographic Travel-ის მკითხველს და მაყურებელს გაუზიარა.

„ეწიეთ  საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხეს და პატარა სოფელ უშგულს. აქ თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი მოგზაურობა,  კავკასიონის მთებში ცხენით ჯირითი. მოგზაურობის დროს ადგილობრივებთან შეხვედრისას ხშირად მეორე ოჯახს იძენ. ძალიან იღბლიანი ვარ,  ამ ხალხმა საოცარი სითბო გამიზიარა.   ეს არ იყო მხოლოდ ერთი შესანიშნავი ოჯახი, სადაც მე დავრჩი, არამედ მთელი უშგული იყო ჩემი მასპინძელი.   კარგი მასპინძლობა, ყოველთვის არ ნიშნავს 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დარჩენას, თუ შენ საკუთარ თავს მისცემ საშუალებას, განსხვავებული მიიღო და გაიზიარო, ისიც  მიგიღებს.  ვისურვებდი, რომ ყველა მოგზაურმა გაიზიაროს ის შთაბეჭდილებები, რაც მე საქართველოში მივიღე“ - აცხადებს   რობერტ რეიდი. 

National Geographic Travel-ის გადამღები ჯგუფი სვანეთს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2017 წლის მაისში ეწვია. 

ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლების უშგულის  სილამაზეს და ადგილობრივების ცხოვრების სტილს  National Geographic Travel-ის საშუალებით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეცნობა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები