ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი: საქართველოს სჭირდება ინვესტიცია და რადგან საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება, არ ამოვიღოთ ხმა?
3 ოქტომბერი, 2017, 11:14
პრემიერი: საქართველოს სჭირდება ინვესტიცია და რადგან საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება, არ ამოვიღოთ ხმა?

თბილისი (GBC) - პრემიერი ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო პროექტების კრიტიკას გაკოტრებული პოლიტიკოსების უსინდისო  ტყუილებს უწოდებს. 

საკითხზე კომენტარი გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის თემაზე გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის პროექტებით 20 ათასი ადამიანი საქმდება თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში.

"680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია, ეს 1.5 მილიარდ ლარზე მეტია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი, რადგან ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მან გუნდის წევრებს სიმართლის თამამად თქმისკენ მოუწოდა. 

"ჯერ იყო და, თითქოს ვიყავით პრორუსები, ვერავინ დააჯერეს, რადგან ყველაზე დიდი წარმატება, რაც ამ მთავრობას ჰქონდა, არის პროდასავლურ მიმართულებაზე, ასოცირების შეთანხმებით დაწყებული თავისუფალი ვაჭრობით და შემდეგ ვიზალიბერალიზაციით დამთავრებული, ეს წარმატება გრძელდება. აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს და ამ ქვეყანასთან ურთიერთობა ასეთი ინტენსიური არასოდეს ყოფილა. დღეს გაკოტრდნენ და ვეღარაფერი გაუკეთებიათ, რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება და მოიგონეს ეს ორი უსინდისო ტყუილი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ამას ხედავს. ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან , როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა, " - განაცხადა პრემიერმა.

ის ამბობს, რომ საქართველოს ეს ინვესტიციები სჭირდება -  რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია?  მე მგონი, ეს არასწორია". 

 
 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები