| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -სახელმწიფო შესყიდვების დავებს განსახილველად დამოუკიდებელი საბჭო შეიქმნება, - აღნიშნულს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი უკვე განიხილავს.
ცვლილებით DCFTA -ს ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულება მოხდება და მიზანია, კანონის საფუძველზე დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტის მიზნით, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა.
სწორედ ამ ორგანომ უნდა უზრუნველყოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვა.
ცვლილების შედეგად, საბჭო სააგენტოში აღარ შეიქმნება და ასევე კანონით იქნება განსაზღვრული საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად პრინციპები.
საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 6 წევრით, საიდანაც 3 იქნება სააგენტოს წარმომადგენელი, ხოლო დარჩენილი 3 – არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის წარმომადგენელი. საბჭოს თავმჯდომარეობას გაუწევს სააგენტოს თავმჯდომარე.
ამავდროულად, თუკი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იქნება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრების ტოლი ან მათზე მეტი საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შევლენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის თითო-თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის ერთი წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარეობს მისი ერთ-ერთი წევრი, რომელსაც საბჭოს წევრები ერთი წლის ვადით აირჩევენ.
შემოთავაზებული რედაქციით, სააგენტოს არ ექნება უფლება, ჩაერიოს საბჭოს წევრებად არჩევის პროცესში, გარდა ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფისა.
წარმოდგენილი კანონპროექტით, სისტემურად იხვეწება კანონში შემსყიდველი ორგანიზაციის, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების, ქმედების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ნორმები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss