ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EIB საპარტნიორო ფონდის პროექტებში ჩართვას გეგმავს
2 ოქტომბერი, 2017, 18:52
EIB საპარტნიორო ფონდის პროექტებში ჩართვას გეგმავს

თბილისი (GBC)- საპარტნიორო ფონდის პროექტებში შესაძლოა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)  ჩაერთოს. 

 მიმდინარე პროექტებში შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები ფონდის ღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ   ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრაზე განხილა. 

მხარეებმა საქართველოს ტურისტული სექტორის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს.  EIB  ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში ინვესტირებით ინტერესდება.

ფონდის ცნობით, „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის კონკრეტული ამოცანები დასახეს და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  პროექტ "ჯინო გრინ სითიში" ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის საკითხს. პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო ქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასტუმროს, დასასვენებელი კომპლექსის, სკოლის, საბავშვო ბაღის, სამედიცინო ცენტრისა და სხვადასხვა რეკრეაციული ზონის განთავსებას გულისხმობს. ფონდში გამართულ შეხვედრას „ჯინო გრინ სითის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე და Gino Invest- ის  პარტნიორი კომპანიის Ramboll group company წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში („საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“),  ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთან სამ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერა ხელი:

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფა;

ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსება;

ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებები.

2017 წელს 10 წელი სრულდება, რაც EIB-მა თავისი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი EIB-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის შეღავათიანი ფინანსური რესურსით საჯარო სექტორში დაფინანსებულია დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტები, ხოლო კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებისთვის ბანკს გამოყოფილი აქვს 209 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები