ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობამ 100 ათასს ტონას გადააჭარბა
2 ოქტომბერი, 2017, 12:30
კახეთში  გადამუშავებული ყურძნის მოცულობამ 100 ათასს ტონას გადააჭარბა

თბილისი (GBC) - უამინდობის მიუხედავად კახეთში რთველი გრძელდება. 

2 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 102 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 116 მლნ ლარს მიაღწია. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახეთში წვიმიანი ამინდი 27 სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, რამაც ყურძნის კრეფის პროცესი გარკვეულწილად შეაფერხა. ამის მიუხედავად, 1 ოქტომბერს გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 1,7 ათასი ტონა შეადგინა. 

მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 45,3 ათასი ტონა რქაწითელი, 47,2 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები