ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მომავალ წელს გზების მშენებლობისთვის 1.283 მილიარდი დაიხარჯება
2 ოქტომბერი, 2017, 11:10
მომავალ წელს გზების მშენებლობისთვის  1.283 მილიარდი დაიხარჯება

თბილისი (GBC) - მომავალ წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის 1.283 მილიარდი დაიხარჯება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება კი, ჯანში 572 მილიონით, 1.83 მლრდ  ლარამდე გაიზრდება, - ასეთია 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი.

მომავალ წელს გზების მშენებლობის არაერთი პროექტია დაგეგმილი, მათ შორის:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) – 250 მლნ ლარი;

ავტობანი ზემო ოსიაური-რიკოთი – 80 მლნ ლარი;

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა - 150 მლნ ლარი;

ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70 მლნ ლარი;

ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 45 მლნ ლარი;

ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა - 30 მლნ ლარი;

ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 30.0 მლნ ლარი;

აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა - ზემო ოსიაური) - 20.0 მლნ ლარი;

ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 25 მლნ ლარი;

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 20 მლნ ლარი;

გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა - 60 მლნ ლარი;

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა - 53 მლნ ლარი;

თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25 მლნ ლარი;

ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია - 25 მლნ ლარი;

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 25 მლნ ლარი;

მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 10 მლნ ლარი;

აღსანიშნავია, რომ ამ თანხების გარდა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262 მლნ ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის კი,  254.9 მლნ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები