ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტი 4.5%-იან ზრდაზე დაგეგმა
2 ოქტომბერი, 2017, 10:52
მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტი  4.5%-იან ზრდაზე დაგეგმა

თბილისი (GBC) - მთავრობა მომავალ წელს საქარველოში 4.5%-იან ზრდას და 3.5% -იან ინფლაციას ელის, - სწორედ ამ მაჩვენებლებზე დაიგეგმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც პირველადი ვერსია პარლამენტშია წარდგენილი. 

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2018 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 40.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2021 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 51,9 მლრდ ლარამდე.

რაც შეეხება ბიუჯეტის მაჩვენებლებს: საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12.298 მლრდ  ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 10 120.0 მლნ ლარია, გრანტები - 265 მლნ, ხოლო სხვა შემოსავლები 385 ლარი. 

ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2.038 მლრდ ლარის ოდენობით, მათ შორის:  საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები - 1.288 მლრდ ლარი,  მსოფლიო ბანკისგან მისაღები საბიუჯეტო კრედიტი - 350  მლნ ლარი;  სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა - 400  მლნ ლარი. 

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12.365 მლრდ  ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10.911 მლრდ ლარს, გრანტები - 165 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1.288 მლრდ ლარს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები