| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 29 სექტემბერს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აქციით გააპროტესტებს "ნაციონალური მოძრაობა“.
თბილისის მერიასთან აქცია 2 საათზე დაიწყება. აქციაზე თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებული ტერიტორიებისთვის სტატუსის შეცვლას გააპროტესტებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
"დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss