ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ვისოლ ჯგუფმა  ბათუმში სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall გახსნა
29 სექტემბერი, 2017, 16:30
ვისოლ ჯგუფმა  ბათუმში სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall  გახსნა

თბილისი (GBC) -  ვისოლ ჯგუფის შვილობილმა კომპანია ემ პე დეველოპმენტმა მორიგი სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი გახსნა.

ბათუმში გახსნილი სავაჭრო ცენტრი 10,015 კვ.მ ფართობზე გაშენებული და სივრცეში 22 მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. 

„ვისოლ ჯგუფმა“ Black Sea Mall -ის გახსნით ჯამურად 300-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა.

„კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ უკვე ოთხ სავაჭრო ცენტრს ვფლობთ, სადაც ძირითადი არენდატორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - Carrefour. ჩვენ Carrefour –თან ერთად საქართველოში კიდევ რამოდენიმე პროექტის განვითარებას ვგეგმავთ. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ საერთშორისო და ადგილობრივ ბრენდს, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში განთავსდნენ.  ჩვენ ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

კომპანიაში ამბობენ, რომ Black Sea Mall -ი ფრანგული ჰიპერმარკეტ „კარფურით“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდითა“ და „დანკინ დონატსით“, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელიტ ელექტრონიქს“ „არაი თუმოროუ“, “ზუმერითა“ და „მობილუქსით“, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ აქსესუარის მაღაზიებით „კონვერსი“, „ბატა“, „პარფოისი“, „ოვიეს ქიდსი“, „პენტი“,   სამკაულების და ბავშვის სათამაშოების მაღაზიებით „დელფოსი“, „ბაკარა“, „პეპელა“, პარფიუმერული მაღაზია „ივ როშე“, საქართველოს ბანკით, „ჯი პი სის“ აფთიაქით,  ტკბილეულობის ბუტიკ „ალიბაბა“, Dom Kofe, Magic Candy-თ ყოველდღიური საყიდლებისთვის, საოჯახო ნივთების კომფორტულ გარემოში შეძენისა და გართობა-დასვენებისთვის უაღრესად მომხიბვლელი სივრცეა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები