ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აგვისტოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში 4.7 ცენტი იყო
29 სექტემბერი, 2017, 15:16
აგვისტოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში 4.7 ცენტი იყო

თბილისი (GBC) - აგვისტოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში გაიზარდა, თურქეთში შემცირდა.

G&T-ის ცნობით, 2017 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში წლიურად 9.0%-ით გაიზარდა და კვტ.სთ.-ზე 4.7 აშშ ცენტი შეადგინა. საბაზრო ფასი თურქეთში წლიურად 11.1%-ით შემცირდა და კვტ.სთ.-ზე 5.1 აშშ ცენტს გაუტოლდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბალანსო ბაზარზე ჯამური მიწოდებული ელექტროენერგიის  16.3% ივაჭრებოდა, დანარჩენი ვაჭრობა კი ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა.

"ექსპორტის საშუალო ფასი აგვისტოში წლიურად 5.5%-ით შემცირდა, ხოლო ივლისის თვის საშუალო ექსპორტის ფასთან შედარებით (კვტ.სთ.-ზე 3.3 აშშ ცენტი)  36.2%-ით გაიზარდა. თვიური ზრდა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ აგვისტოში რუსეთში დაბალფასიანი ექსპორტის წილი თითქმის ნულამდე დავიდა, ივლისის თვეში 34.4%-იდან", - აღნიშნავენ G&T-ის ექსპერტები. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები