ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამინისტრო: GCI ინდექსში პოზიციის დაკარგვა, სხვა ქვეყნების მიერ მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირდება
29 სექტემბერი, 2017, 10:03
სამინისტრო: GCI ინდექსში პოზიციის დაკარგვა, სხვა ქვეყნების მიერ მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირდება

თბილისი (GBC) - გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს დაქვეითებას სხვა ქვეყნების მიერ მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირებს ეკონომიკის სამინისტრო და ამის დასტურად ქვეყნის სარეიტინგო ქულა - 4.3 მოჰყავს, რომელიც წინა წლის მაჩვენებლის ტოლია.

ამასთან უწყება რეიტინგის სხვადასხვა მიმართულებაში პოზიციების გაუმჯობესებაზე აღნიშნავს, მიუთითებს, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით 137 ქვეყანას შორის 8 ქვეკომპონენტში პირველ ათეულში შედის. ეს ქვეკომპონენტებია: წლიური ინფლაცია (პირველი ადგილი), სავაჭრო ტარიფები (მე-4 ადგილი), ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დღეების რაოდენობა (მე-6 ადგილი), ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო პროცედურების რაოდენობა (მე-7 ადგილი), ინვესტორთა უფლებების დაცვის სიძლიერე (მე-7 ადგილი), მთლიანი საგადასახადო განაკვეთი (მე-8 ადგილი), სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი (მე-9 ადგილი), მალარიის შემთხვევები (პირველი ადგილი).

ინოვაციების შესაძლებლობები 6 პოზიციით არის გაზრდილი, კომპანიების მიერ ტექნოლოგიების მიღების შესაძლებლობა (3 პოზიციით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი (3 პოზიციით), სახელმწიფო შესყიდვები თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში (6 პოზიციით) და სხვა.

 წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები ასევე გაუმჯობესებულია ისეთ ქვეკომპონენტებში, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საზოგადოების ნდობა პოლიტიკოსების მიმართ (4 პოზიციით), ინვესტორთა დაცვის სიძლიერე (13 პოზიციით და საქართველოს მე-7 ადგილზეა), ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობა (2 პოზიციით), მთლიანი საგადასახადო განაკვეთი (1 პოზიციით), ინფლაცია (79 პოზიციით), სესხების ხელმისაწვდომობა (8 პოზიციით), საგარეო ბაზრის ზომა (5 პოზიციით).

შეგახსენებთ, 2017-2018 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყანას შორის  67-ე ადგილზე იმყოფება. წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 8 საფეხურით შემცირდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები